ქმედება, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს ვერ იქნება დანაშაული – სუბარი ჩანაწერებზე

”ქმედება, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს ვერ იქნება დანაშაული” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

“ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული დანაშაული ბუნებრივია ვერ იქნება და დანაშუალის ნიშნები ვერ იარსებებს. რა ნიშნებიც არსებობს დავინახეთ, მივიდა ადამიანი, ელაპარაკა, ბავშვმა თქვა, რომ მეტს აღარ ვიზამ და ამის შემდეგ წამოვიდა უკან, და ამ საუბარს ესწრებოდნენ მშობლები, ესწრებოდნენ მეზობლები, არანაირი მუქარა, არანაირი ძალადობა, არანაირი ბულინგი არ ყოფილა განსხვავებით რაც ხდებოდა საპირისპირო მხრიდან”, – თქვა სუბარმა.