“ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას” – ასე აფასებს,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების მიმართ დაწყებული გამოძიებებს.
“საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი”. – წერს საია.