ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარემ სასამართლოს 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.