ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში : გვარაში, მუხაესტატეში, წყალრუკაში და ლეღვაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე ზომები წესდება.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ამ სოფლებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა, რასაც უზრუნველყოფს თავდაცვის და შს სამინისტროს ძალები.

ჩიქოვანის განმარტებით, მოქალაქეებს სახლდიან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როცა აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში მოუწევთ გასვლა, ან სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ.

მკაცრი საკარანტინე ზომების დაწესების მიზეზი ჩიქოვანის თქმით ის არის, რომ კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების ფართო წრე გამოვლინდა.