ქობულეთში ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და ქობულეთის “ევექსში” გადაიყვანეს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.