ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ, რომელიც წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ადგილობრივი TV25-ის ცნობით, 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.
მასთან ერთად მყოფი მეორე პირი კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შემთხვევა გუშინ საღამოს, მეგობრობის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.