მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს.
ამ დროისთვის ბანკთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ადგილი ყვითელი ლენტიცაა შემოსაზღვრული.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ინკასატორებს ერთი ადამიანი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით თანხა წაართვა. მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი.
შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.