ცოფის შემთხვევები ქობულეთის კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ცხრაფონასა და წყავროკაში ორ თვიანი კარანტინი დაწესდება.
კარანტინი ეხება შინაური ცხოველების გადაადგილებას, ასევე იკრძალება ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია.
ორივე სოფელში შინაური ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია დაიწყება. ინფიცირების წყარო კვლავ ტურაა. წყავროკაში ტურამ ძაღლი დაკბინა. სოფელ ცხრაფონაში კი ტურის ლეში იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის 4 სხვა სოფელში – ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში ამავე მიზეზით, 60 დღიანი კარანტინი მოქმედებს.