ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

ქორეოგრაფი და მომღერალი, ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაციას ამის შესახებ ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ხატია მუსერიძე ავრცელებს.

“მე მასზე ვერ დავწერ ისტორიებს, იგი თავად წერდა ისტორიას. მასთან გატარებული თითოეული წუთი იყო ზეიმი, უბრალოდ, არ იცით, როგორი დიდი ადამიანი იყო და მუდამ იქნება. 86 წლის ასაკში ჯემალ ჭკუასელმა დაგვტოვა”. – დაწერა მუსერიძემ Facebook-ზე.