ქორწილები ბედნიერებაა, მაგრამ ძეობამდე გადადონ და მერე აღნიშნონ – იმნაძე

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებყლი შეზღუდვები დაკავშირებულია არააუცილებელ შეკრებებთან, ქელეხები არანაირად არ არის გამართლებული, ხოლო ქორწილები ძეობამდე უნდა გადაიდოს.

“წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება იყოს დაკავშირებული არააუცილებელ შეკრებებთან. 200-300 კაციანი ქელეხები არც ეკლესიურად და არც არანაირად არ არის გამართლებული.

ქორწილებზე მე მესმის, რომ ბედნიერებაა, მაგრამ ძეობამდე გადადონ და მერე აღნიშნონ.

არ არის აუცილებელი პანდემიის დროს ღრეობები მოვაწყოთ”. – ამბობს პაატა იმნაძე.

გუშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც აიკრძალა. გადაწყვეტილება ხვალიდან, 10 სექტემბრიდან შედის ძალაში. შეზღუდვა არ ეხება პოლიტიკურ აგიტაციას.