ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიების გადახდის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება. რეგულაციის განმეორებითი დარღვევა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. დაარღვევენ, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა:
“მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა. იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე დარღვევაში და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000 ლარიანი ჯარიმით. თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა” — განაცხადა ოხანაშვილმა.