სუს-ის უფროსის, ლილუაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ გამიმყარა ეჭვები, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურასთან დაკავშირებით, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე საზოგადოებას და მათ შორის, მეც მეგონა. ლილუაშვილს ორი მთავარი მესიჯი ჰქონდა:

1. ფარცხალაძეს, რომელიც საქართველოს გენპროკურორი იყო, სულ ცოტა ხნის წინ რუსული პასპორტი არჩია ქართულს და მარტო ესეც საკმარისია, რომ რუსად ვაღიაროთ – სულაც არ მიიჩნევს აგენტად. ლილუაშვილი გვევლინება რუსეთის აგენტების მფარველად საქართველოში.

2. ყველამ ხმა ჩაიწყვიტეთ, ხელისუფლებაში ჩვენ უნდა დავრჩეთ, თუ გინდათ, რომ რეგიონში ატომური ბომბი არ აფეთქდესო. ჩვენ, “რუსმა ქოცებმა“ უნდა ვმართოთ და ვძარცვოთ ეს ქვეყანა, მაგრამ თან, თუ ბომბი მაინც აფეთქდა, ვერ დაგიცავთო. რისი და ვისი დამცველები არიან, ხომ ხედავთ, რუსულ პასპორტებს იმზადებენ და დედაბუდიანად რუსეთში გასაქცევად ემზადებიან. ისრაელმა ვერ დაიცვა თავი 500 მოიერიშე თავდამსხმელისგან და ესენი დაიცავენ ატომური ბომბისგან რეგიონს და საქართველოს?!

ორი მიმართვა მაქვს: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და  საქართველო, უკრაინა და ნათელ მხარეს მდგომი მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს. და მეორე – მივმართავ “ქოცბანდაში“ დარჩენილებს და მათ მხარდამჭერებს: უკვე რამდენჯერ დამტკიცდა, რომ “ქოცების“ მატარებელი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, ჩრდილოეთის მიმართულებით მიდის. ჰოდა, ჩამოდით პირველივე გაჩერებაზე!

გამარჯვება ჩვენი იქნება!

აცხადებს  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში სუს-ის უფროსის გამოსვლაზე.