“ქოცები ვერც ფარავენ გაღიზიანებას, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება” – ასე აფასებს “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი გიორგი გაბუნიაზე დაგეგმილ თავდასხმასთან და შეკვეთილ მკველობასთან დაკავშირებით.
“ესე იგი ფბ-ს გადავხედე და იმ ჩეჩენის დაპატიმრებაზე, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული, დაახლოებით ასეთი სურთია:
ნაცების ერთი ნაწილი დაბნეულია, პუტინის მონა ხელისუფლებამ როგორ დააკავა პუტინის მეორე მონის მიერ გამოგზავნილი ქილერი, რომელსაც პუტინის მაგინებელი უნდა მოეკლაო და არ იცის რა თქვას, მეორე ნაწილი კი ამერიკის ან უკრაინის სპეცსამსახურებს უხდის მადლობას, იმათ შემოუთვალეს და ამ მოღალატეებსაც სხვა რა გზა ჰქონდათო, ბარემ კი არ უნდოდათო და საერთოდ ამ ხელისუფლების პუტინისტი დედაცო…
რაც შეეხება ქოცებს, ისინი ერთის მხრივ ვერც ფარავენ გაღიზიანებას იმის გამო, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება და ისე დაიჭირეს, მეორეს მხრივ კი სერიოზულად ეჭვობენ თავად მიშას მოწყობილი იქნება, აკი ადრეც გეგმავდა ვიღაც ორსული ქალის ლიკვიდაციასო და ამის დასტურად სუსის უნიჭო ნაჯღაბნი რომ იყო, უკრაინული ვიკილიქსი, იმას იმოწმებენ.
ისეთებიც არიან საერთოდ რომ არ ჯერათ არაფერი, არცა შიოლა (ანუ ქილერი ჩეჩენი) ყოფილა ამბავში, თუმცა, ორი ზემორე კატეგორია მათ აშკარად ჭარბობს.
დასკვნის სახით კი იმას ვიტყოდი, რომ მე მაპატიეთ და ვეჭვობ საყოველთაო გამოყლევების ეპოქაში ვიმყოფებით. პანდემია ესაა თუა. მიმიქარავს კორონა.”- წერს დავით ზურაბიშვილი.