ქრისტეს ეკლესია არ შეიძლება იყოს სუსის, მაფიოზების, რუსეთის აგენტების ბუნაგი – კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაში ფულის და გავლენის მოხვეჭა, ინტრიგები და ხელისუფლებასთან ვაჭრობა მეფობს, ასეთად კი ეკლესია პატრიარქმა ილია მეორემ გადააქცია.

“ქრისტეს ეკლესია არ შეიძლება იყოს სუსის, მაფიოზების, ოლიგარქების, რუსი ბიზნესმენების და რუსეთის აგენტების ბუნაგი. ქრისტეს ეკლესიაში არ უნდა დათარეშობდნენ სოსო გოგაშვილის ტიპის პრიმიტიული ნაძირლები, რომელთაც კუდები აქვთ გადაბმული ასეთივე ნაძირალა მეუფეებთან და საპატრიარქოს ჩინოვნიკებთან.

ქრისტეს ეკლესია არ უნდა იყოს ამისთანა გველების გორგალი, სადაც მეფობენ ინტრიგები, ურთიერთსიძულვილი, ერთმანეთისთვის ორმოს თხრა, ფულების და გავლენების მოხვეჭა და დაბეჩავებული მრევლის ნდობით ხელისუფლებებთან ქორვაჭრობა. სწორედ ასეთად გადააქცია საქართველოში ქრისტეს ეკლესია უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, დიდმა მეუფემ მამამან ჩვენმან იიილიიააამ. მრააავალჟამიერ, მრააავალჟამიერ”,– წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook–ზე.