ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს – თაბაგარი საპატრიარქოს განცხადებაზე

“არაფერი საერთო ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას არ აქვს ქრისტიანობასთან!”, –  ასე აფასებს  Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ განცხადებას.

“რამდენის უფლებას აძლევენ თავს. ბოროტების სავანეა მართლა! არაფერი საერთო ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას არ აქვს ქრისტიანობასთან!”, – წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.

დღეს საქართველოს საპატრიარქომ Tbilisi Prideს-ს წიანაღმდეგ აქცია დაგეგმა და ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადება გაავრცელა.