საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წაშალა Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები, რომლებიც წაშლილია რუსეთიდან მართული კოორდინირებული არაავთენტური ქსელები. ამის შესახებ META-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
კერძოდ წაშლილია, Facebook-ის 76 ანგარიში და 30 გვერდი, ასევე Instagram-ის 11 ანგარიში.
Meta-ს ანგარიშში, საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ წაიშალა ვებ-გვერდები, რომლებიც რუსული კანონის პროტესტზე წერდნენ, აკრიტიკებდნენ საპროტესტო აქციებში მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ ქართულ ოცნებას.
სომხეთსა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, წაშლილი ქსელი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებდა და რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს წერდა, აზერბაიჯანში კი – აკრიტიკებდნენ დასავლეთს.
ქსელის უკან მდგომი პირები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომლებიც გამოძიების დაწყებამდე იყო აღმოჩენილი.ანგარიშების რეკლამაზე დაახლოებით 77 000 აშშ დოლარი იხარჯებოდა.
Meta-ს ამ გამოძიების ჩატარებაში და ქსელის აღმოჩენაში არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED დაეხმარა.
“Meta-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, პლატფორმამ წაშალა რუსეთიდან მართული კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოქმედებდა. საქართველოში ეს ქსელი რუსული კანონის საპროტესო აქციების დროს მხარს უჭერდა მმართველ პარტიას და აკრიტიკებდა აქციის მონაწილეებს.
“საქართველოში ისინი ეხმაურებოდნენ ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს “უცხოური აგენტების კანონზე”, რითაც ისინი აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ მეტას ამ გამოძიებას დაეხმარა “სამართლიანი არჩევნების” მიერ აღმოჩენილი და მიწოდებული რუსული ქსელი.”- დაწერა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.