იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის პენიტენციური დაწესებულების პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა.
მისი თქმით, პატიმარი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს და გაათავისუფლეს.
„მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს მას უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. როგორც არის, ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება (გათავისუფლება). ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.