“მტრების მიმართ არ ვართ კეთილგანწყობილი”, “პუტინი ოკუპანტია” – ამ შინაარსის სტიკერების გაკვრის გამო, ქუთაისის მერიამ სამოქალაქო აქტივისტები 1000-1000 ლარით დააჯარიმა. .არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ევროპა ჩვენი სახლია” მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების პრორუსულ განწყობას.
“დაგვაჯარიმეს სტიკერების გაკვრის გამო. რომ ყოფილიყო შინაარსი ვიბარებთ თმებს ან ვაქირავებ ბინას, ცხადია არავინ შეგვეხებოდა, რადგან აჭრელებულია მსგავსი შინაარსის რეკლამებით. მაგრამ რა თქმა უნდა შინაარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს არის იმ დამკვიდრებული პოლიტიკის აგრესიული გამოვლინება, რასაც ბოლო დროს ქვეყანაში ვნახულობთ. ჩვენ ველოდებით სასამართლოზე ადმინისტრაციულ ორგანოს იმისთვის, რომ დაამტკიცონ იმ ცინიკურების მიზეზი, რომ ჩვენ 7 აგვისტოს არ გვქონია ომიდან მე14-ე წლისთავზე ანტისაოკუპაციო სტიკერების უფლება”, – თქვა თორნიკე ბარათაშვილი.