ქუთაისის მერია 9 აპრილის ქუჩაძე “მზეჭაბუკის” ძეგლის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს, რომლის ოდენობა 98 699 ლარია. მერია სატენდერო წინადადებების მიღებას 6 დეკემბრიდან დაიწყებს და 9 დეკემბერს დაასრულებს.ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ თანხაში ძეგლის რეაბილიტაციის, ტრანსპორტირების, აღმართვისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯები შედის.
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული „მზეჭაბუკი“ „დიდების მემორიალის“ ნაწილი იყო. 46 მეტრი სიმაღლის „დიდების მემორიალი“ ქუთაისში 1982 წლიდან იდგა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მემორიალი 2009 წლის დეკემბერში ააფეთქეს, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების დროს ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ნამსხვრევები მოხვდათ. „დიდების მემორიალის“ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა აშენდა.