ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მექანიკოსი ამწეს აკეთებდა, რა დროსაც ჩამოვარდა და მძიმე ტექნიკამ გადაუარა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.