ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო – ნონა ქურდოვანიძე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

გუშინ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროს სასამართლომ, არჩევნებზე  ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

ვლადიმერ ხუჭუამ თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის  ფაქტი.სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას.

გორის სასამართლომ კი, 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ სამართლიანი “არჩევნების სარჩელი” დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.