ქუთაისის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება – აღნიშნულ ინფორმაციას, ”ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს და აცხადებს, რომ ქუთაისის ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, 2-3 საარჩევნო უბანს დაახლოებით 8 წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი.
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ავარიის ლიკვიდაცია. ქვეყნის მასშტაბით არის 3200 საარჩევნო უბანი და კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა შეძლეს მათი სტაბილური ენერგომომარაგება. საუბარი ელექტროენერგიის სპეციალურად გათიშვაზე, არასწორია.რაც შეეხება რუსთავის მე-14 და მე-15 უბანს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება იყო შეწყვეტილი, კომპანიის წარმომადგენლებმა გენერატორის მეშვეობით მოახერხეს აღნიშნული უბნების ენერგომომარგების აღდგენა. ელექტროგადამცემ ხაზზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.