ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.
“მშვიდად და უსიმპტომოდ მივიღე ვუჰანელი COVID-19-ის გამოწვევა, ვრჩები იზოლაციაში და აქედან შევუტევ ვერაგ ვირუსს”, – წერს შენგელია.
ცნობისთვის, კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა. ინფიცირებული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.