ქუთაისის სკოლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების წყარო ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერია.როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, თანამშრომლებს 32-ე სკოლის ბუღალტერთან ჰქონდათ კონტაქტი რის შედეგადაც მისგან მოხდა დაინფიცირება.

ამჟამად ინფიცირებულები  საჩხერის სამედიცინო ცენტრში და და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სკოლის 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.