სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულმა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე მიიყენა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მას სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია.
“სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. ის იმყოფება N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 19 აგვისტოდან. დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ბრალდებულმა წარმოადგინა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ჩატარებული აქვს ქვედა კიდურების ვენების ტრიპლექ სკანირება.
ექიმ- ანგიოლოგის მიერ დასმული დიაგნოზია: მარცხენა ქვედა კიდურის, პოსტრომბოფლებიტური დაავადება, ქრ. ვენური უკმარისობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით დაიგეგმა და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი; პოსტფლებიტური სინდრომი. სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების დასკვნით: ორივე ქვედა კიდურის ვენური სისტემის მხრივ არსებითი მნიშვნელობის პათოლოგია არ ვლინდება, დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა, რისთვისაც ზ.ჩ. დარეგისტრირებულია ერთიან რეფერალურ ბაზაში, რათა განმეორებით გეგმიურად ჩაუტარდეს ანგიოქირურგის კონსულტაცია და შესაბამისი საჭირო კვლევები. ამ მიზნით დაგეგმილია ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა მომდევნო კვირას”, -აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.