ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ბორტზე შეუძლოდ გახდა და სწორედ ამიტომ მიიღო ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება.
ქუთაისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა
ქუთაისიდან თვითმფრინავი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით ორსაათნახევარი საქართველოს ცაში იმყოფებოდა.