ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე საქორწილო კოლონის ავტომობილების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა 1 ადამიანი

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საქორწილო კოლონის ავტომობილები შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო