საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე, მაკა ჩიჩუა ქუთაისში კოვიდრეგულაციების დარღვევაზე ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ქუთაისში დიდი ქორწილი გაიმართა, ჯარიმის თანხა კი ხარჯებში იყო გათვალისწინებული.
“ახლახან ასეთი ამბავი გავიგე… ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, თავისი ტაშფანდურით და “ტრადიციული” სმა-ჭამით. გათვალისწინებით იმისა, რომ ამ ტიპის თავყრილობები ჯარიმდება, ქორწილის ხარჯებში ეს ჯარიმაც წინასწარ გათვლილი იყო. რაზე ვლაპარაკობთ, ღმერთმანი…”-წერს მაკა ჩიჩუა Facebook-ზე.
ცნობისთვის, ბოლო 72 საათში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა და 6 დააჯარიმა.