ქუთაისში დაკავებული 6 აქტივისტიდან 2-ს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ყველა მათგანი უკვე გათვისუფლებულია.
6 აქტივისტი, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი მუმლაძე ქუთაისის მერიასთან მაშინ დააკავეს, როცა ისინი კორუფციულ ფაქტებს აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, იმერეთის გუბერნატორმა ოფიციალურ სტუმრებს სახლში ბიუჯეტის ხარჯზე უმასპინძლა, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი კი, შეზღუდვების მიუხედავად, რესტორანში იყო.