ქუთაისში, ავტოქარხანის დასახლებაში ერთ ღამეში 25 მანქანა გაძარცვეს. მძარცველებმა მინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილებიდან ფული და პირადი ნივთები მოიპარეს.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, გაძარცულია საფიჩხიის სასაფლაო – მოპარულია ბრინჯაოს 10-მდე ბიუსტი. დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ქურდობა კარგად ორგანიზებული იყო.
“გაქრა რამდენიმე ბიუსტი. ეს ბიუსტები ეკუთვნოდა ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ქუთაისის ისტორიას.
ბიუსტი რომ მოხსნა და გადააადგილო, სჭირდება დრო, რამდენიმე ადამიანი და შესაბამისი ტექნიკა. მათი მონტაჟიც ასე მოხდა. გასაოცარია, რომ სასამართლოს დირექციამ ეს ფაქტი ვერ შენიშნა და ძარცვა ისევ ჩვენ, საფლავების პატრონებმა აღმოვაჩინეთ. ვეჭვობ, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და ხელშეწყობილი”. – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
შემთხვევებზე ინფორმირებულია პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.