ქუთაისის ე.წ. კეტჩის ბაზრობის მოვაჭრეები დღეს დილიდან, საკუთარი პროდუქციის გაყიდვას გარევაჭრობით ცდილობენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სავაჭრო ცენტრების დაკეტვის შესახებ შეზღუდვა კვლავ ძალაში შევიდა. მოვაჭრეების ნაწილი ითხოვს, მიეცეთ ერთი კვირით მუშაობს უფლება, როგორც ამის საშუალება ჰქონდათ სავაჭრო მოლებს საახალწლო დღეებში.
თვითდასაქმებულების თქმით, რეგულაციებმა ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
“წამლის ფული არ მაქვს, 24 წელია ბაზარში ვზივარ, მაგრამ იძულებულები გავხდით და ქუჩაში გამოვედით”
“შევიზღუდეთ, რადგან მოლები გახსნილი იყო, თუმცა ჩვენი ბაზრობა არა. ოჯახები რომ ვარჩინოთ, ქუჩაში გამოვედით”
“მთავრობამ პირიქით, უნდა შეგვიწყოს ხელი, არჩევნებზე ხომ ისევ ავირჩიეთ. აქ ყველა გაჭირვებულია, დაუკეტეს ამ საცოდავებს ბაზარი”
“კეთილი ინებოს სახელმწიფომ და რაღაც გამოსავალი მოძებნოს, საჭმელი რომ მაინც ვჭამოთ”, – ამბობენ გარემოვაჭრეები.