ქუთაისში კორონავირუსით ახალშობილი ტყუპები გარდაიცვალნენ

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ. ისინი კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.

ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდნენ.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი კოვიდინფიცირებულები დაიბადნენ და პნევმონია ჰქონდათ.

“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – განაცხადა “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილი.