ქუთაისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქართველი ექიმი ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. გუშინ მას ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი მოუცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ  ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა.

გუბაზ კორძაია ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.