ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალს თავს დაესხნენ. ჩამსხვრეულია ბანკის ფანჯრები და დამტვრეულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატები.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.