მედიის დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია.
გათავისუფლებულია სავარაუდოდ, 3 მძევალი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
შსს-სს ბოლო ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი იმყოფებოდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით, 5 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.
ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქუთაისში, “საქართველოს ბანკთან” საღამოს გასროლის ხმა იყო. შსს-ს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი მობილიზება და გადაადგილებაა. სამართალდამცველები ჟურნალისტებს ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აძლევენ.
მთავარი არხის ინფორმაციით ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გამოვიდა, რომელსაც სავარაუდოდ დაშავებულები გამოიყვანა.
დეტალები ზუსტდება.