ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ ქუთაისში ერთ-ერთი კონვერტიდან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროინდელი ბიულეტენი ამოვიდა.
“როდესაც უბანზე ბიულეტენები ამოდის და იქ არის ცარიელი კონვერტი, სადაც ბიულეტენი არ დევს, ეს ნიშნავს, რომ ბიულეტენი არის გარეთ გატანილი. ასეთი შემთხვევა, როცა გატანილი იყო ბიულეტენი, იყო 8 804.
ქუთაისში მე-80 უბანზე გვქონდა კურიოზული შემთხვევა, როცა კონვერტიდან სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის ბიულეტენი ამოვიდა. წინა კარუსელის დროს მორჩენილი ბიულეტენი ჩააგდეს ცარიელი კონვერტის ნაცვლად. მაშინვე გააქრეს, ფოტოს გადაღება ვერ მოასწრო ჩვენმა წარმომადგენელმა, მაგრამ ეს მთელმა უბანმა იცის და ამაზე ბევრი საუბრობს.
ქართული ოცნება თუ ამბობს, რომ 48% აიღო, მარტო ამ მანიპულაციით გამოსდის 36%”,- ამბობს კახიძე.