ქუთაისში 25 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა 09:16, 16-11-2020 ქუთაისში კორონავირუსი 25 დღის პაციენტმა დაამარცხა. ჩვილი კლინიკა “ლჯ და კომპანიაში” 10 დღე მკურნალობდა. მას კორონავირუსი დედისგან, დაბადების შემდეგ გადაედო. ჩვილის ფოტოს და ინფორმაციას კლინიკა აქვეყნებს. მცირეწლოვანი კლინიკიდან უკვე გაწერეს.