უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს მსოფლიოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს, ყურადღება მიაქციონ უკრაინაში რუსეთის არაერთი მასიური თავდასხმის შემდეგ არსებულ ვითარებას.
”გენოციდი და ეკოციდი რუსეთის ტაქტიკაა, მტერს სურს უკრაინელების გაყინვა, რადგან ფიქრობს, რომ ამით შეუძლია გაგვტეხოს, ეს არ გამოუვა, მაგრამ ჩვენს გვერდით უფრო ძალიან ბევრი დაუცველი ცხოველები არიან, რომლებიც ადამიანებზე არიან დამოკიდებული”. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი ტელეგრამზე წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყინვაში ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობა 17 საათია ხოლო კატების 6 საათი.
“ცხოველებისთვის სახლისა და თავშესაფრის პოვნა გადარჩენის საკითხია” – ხაზგასმიტ აღნიშნავს ერმაკი.
მისი თქმით, თუ უკრაინელები ცხოველებს ნებას დართავენ რომ სახლში შემოუშვან ან შემოსასვლელში დატოვონ შეუძლიათ ცხოველების სიცოცხლე გადაარჩინონ.
„მაგრამ დღეს ისინი ცდილობენ ყველას დაგვაკარგვინონ სახე, ამიტომ მთელმა მსოფლიომ, ისევე როგორც ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ჩვენ გვჭირდება გენერატორები, გვჭირდება მხარდაჭერა, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ელექტროენერგია და გათბობა. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რათა დავიცვათ ცა ტერორისტებისგან. მაშინ ადამიანებსაც და ცხოველებსაც ექნებათ სითბო“, – თქვა ერმაკმა.