ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ -გვარამია

ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ, – ასე ეხმაურება, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, შსს-ს ბრიფინგს სადაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროეს, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებით გარდაიცვალა.

“ქართული ოცნების” ოფისი სადღა ჩანს. პოლიციელებისგარდა რამეს ხედავთ? სად ჩანს “ქართული ოცნების” ოფისი. აი ესაა “ქართული ოცნება”, პოლიციის ზურგსუკან დამალული. ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ თავის მოკლულ ხალხს და ამცირებენ მიცვალებულებს. რას უნდა ველოდოთ ამათგან. რას ვითხოვთ, რას, ამიხსენით. სამართალს ვითხოვთ, სამართალს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და წავიდნენ ასეთი ბრძანებების გაცემისთვის. ან თუნდაც იმისთვის, რომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები და ვინც იძალადა, ისინი უნდა წავიდნენ ციხეში. რას ვითხოვთ გაუგებარს, – აცხადებს ნიკა გვარამია.