ქუჩაში პოლიტიკური აქტივობები პიკის მოსვლას ძალზედ დააჩქარებს – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქუჩის პოლიტიკური აქტივობები კორონავირუსის პიკის მოსვლას დააჩქარებს.

“ევროპაში გავრცელების დინამიკა როგორც მიდის, როგორც ჩანს, ეს ზრდა გაგრძელდება. ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური აქტივობები, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ჩვენ ველოდით, იმიტომ, რომ, რეალურად, ეს მობილობა, რასაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან. ამიტომ, სრული მობილიზაცია, აბსოლუტურად სრული მობილიზაცია ყველა სამინისტროსი და ყველა უწყების”,- თქვა გახარიამ.