”ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია”, – ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა.მისი თქმით, ოპერაციის შედეგებზე ომის კაბინეტმა შეხვედრისას იმსჯელა, სადაც პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ თქვა, რომ “ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია”.
“ჩვენი მიზანია რომ მივაღწიოთ ომის დასრულებას, და ომის დასასრული ჰამასის დასასრულიც იქნება” – თქვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცახი ჰანეგბიმ.
ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ათასობით ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს, მათ შორის ჰამასის მაღალი იერარქიის პირებიც.