ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ორშაბათის შემდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულია 115 პალესტინელი, ხოლო დაშავებულია 600–მდე ადამიანი.
ისრაელის განმარტებით, დაღუპულთა უმეტესობა ან ტერორისტული ჯგუფების წევრია, ან ისინი თავად ჰამასის მცდარად გაშვებულ რაკეტებს ემსხვერპლნენ, რომელიც ღაზას სექტორში ვარდებოდა.
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად.