“ღაზაში ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე ის, რაც აქამდე გვინახავს” – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
“ეს უფრო რთული ომია, ვიდრე ჩვენ ოდესმე გვინახავს,როგორც ყველა ბრძოლაში, არის გამოწვევები და მძიმე ფასი.” – აღნიშნა ომის კაბინეტის წევრმა თელ-ავივის სამხედრო შტაბიდან.
მისი თქმით, ისრაელს აღარ შეუძლია ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის გვერდით ცხოვრება და “ეს რეალობა უნდა შეიცვალოს.”
განცმა განაცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა არის სწორი ისრაელისთვის.
“გპირდებით, რომ ეს არის ერთადერთი, რაც ამ ომში უნდა გავითვალისწინოთ,” – თქვა მან და თავს აარიდა იმ ჭორებზე პასუხს, რომლით მიხედვითაც ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებაა.