ღაზის სექტორიდან, ისრაელის ქალაქ რამათ-განში 2 რაკეტა ჩამოაგდეს – შედეგად, ქალაქ რამათ-განში 1 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი 50 წლის კაცია. თელ-ავივში და ცენტრალურ ისრაელში დღეს უკვე მეორედ გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.
15 მაისს ისრაელმა, ღაზის სექტორში 20 რაკეტის გამშვებ პუნქტს დაარტყა. სწორედ ამ გამშვები პუნქტებიდან ხდებოდა ცენტრალური და სამხრეთ ისრაელის მიზანში ამოღება.
RAW FOOTAGE: This is the scene in a neighbourhood in Ramat Gan after a rocket from Gaza struck the area.
We will not let this terror go unanswered. pic.twitter.com/UfSSnrZvLt
— Israel Defense Forces (@IDF) May 15, 2021
“ეს არის სცენა, რამათ-განის სამეზობლოში, მას შემდეგ რაც ტერიტორიაზე ღაზას სექორიდან რაკეტა ჩამოვარდა. ჩვენ ამ ტერორს უპასუხოდ არ დავტოვებთ”, – წერს IDF Twitter-ზე.