ღაზის ჰოსპიტალის სარდაფში ბავშვები ჰყავდათ დატყვევებული – IDF მტკიცებულებებს ავრცელებს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში, რანტისის საავადმყოფოს სარდაფში მტკიცებულებები იპოვეს, რომ იქ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ დატყვევებული. როგორც IDF-ი აცხადებს საავადმყოფოს სარდაფში სკამებზე მიბმული თოკები, საწოვარები, ბავშვის საფენები და ბავშვის ბოთლები იპოვეს. 

ასევე აღმოაჩინეს მოტოციკლი რომელსაც, სავარაუდოდ, “ჰამასელები” ისრაელელი ქალების და ბავშვების გასატაცებლად იყენებდნენ.

“აქვე ვიპოვეთ ასაფეთქებელი ჟილეტები, რომლებსაც ბავშვების საავადმყოფოში ინახავდნენ” – თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

რანტისის საავადმყოფოს სარდაფში აღმოჩენილია ასევე  ჩამოფარებული ფარდები, რომელსაც სავარაუდოდ ჰამასის მებრძოლები ტყვეებისთვის ვიდეოების გადასაღებად იყენებდნენ.