ჩვენს მიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ აღარ არის და მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი, ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში. თუ ძალიან უნდათ, შეუერთდნენ საერთო ზეიმს, რომელიც უკვე დაანონსდა და კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს იქნება.
ცუდად “გადაირბინა” სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობიდან იმ სალომე ზურაბიშვილამდე, რომელიც უკვე ღალატის სიმბოლოდაა ქცეული. მან ეს ძალიან სწრაფად გააკეთა და მიმაჩნია რომ, ამ გაგებით, ძალიან ცუდად “დარბის”.
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტზე.