“ღამის გმირი” – 11 წლის უკრაინელი ბიჭი სლოვაკეთამდე მარტო ჩავიდა

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან მათ ქვეყანაში 11 წლის ბიჭი დამოუკიდებლად ჩავიდა. მას გუშინდელი ღამის ყველაზე დიდი გმირი შეარქვეს.

უწყების ცნობით, მის მშობლებს უკრაინაში მოუწიათ დარჩენა, ბიჭმა კი უკრაინის დატოვება მარტომ გადაწყვიტა. ის ზაპოროჟიედან სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზე ჩავიდა. ბიჭს თან ჰქონდა მხოლოდ ერთი პოლიეთილენის პარკი, ზურგჩანთა და პასპორტი, ხელზე კი მშობლების ტელეფონის ნომერი ეწერა. მოხალისეებმა მასზე იზრუნეს, გაათბეს და საკვები მისცეს.

ხელზე დაწერილი ნომრით სლოვაკეთმა მოახერხე მის ნათესავებთან დაკავშირება.