ღამის საათებში, ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება.

მერიის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.

უწყება აცხადებს, რომ  წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და სწორედ ამიტომ ხდება შეზღუდვის დაწესება.