“ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა არის ნონსენსი. ღარიბაშვილი არ იქნება, იქნება ღარიბაშვილი 2, ღარიბაშილი 3 და ა.შ.
ეს თუ ვერ გაიგე ბოლო 10 წელში, საერთოდ რატომ აყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს? სინამდვილეში ძალიან მარტივადაა საქმე.
იმან, რასაც უკრაინელები აკეთებენ ბოლო დღეებში ძალინ მკვეთრი მორალური ხაზი გაავლო დღევანდელ სამყაროში.
ან ხარ თავისუფლების, ღირსების და ადამინური ყოფის მხარეს, ან ხარ მონა, უღირსი ჩმორი და იმსახურებ სიღატაკის ჭაობში ლპობას.
ივანიშვილი და ოცნება ფსონს დებენ მეორე გზაზე, რადგან სხვა შემთხვევაში დაკარგავენ ძალაუფლებას – იმას რაც მათთვის ყველაზე ღირებულია.
ამავე დროს, უკრაინელები სიმამაცით, ღირსებით და საკუთარი სიცოცხლის გაღებით თავისუფლებისთვის ბრძოლის ისეთ მაგალითს ანახებენ მთელ მსოფლიოს ლაივში, რომ შეუძლებელია მათ ვინმემ უარი უთხრას რამეზე, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე.
ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, ვიყოთ ამ ღირსეული ბრძოლის ღირსეული ნაწილი და მოვიპოვოთ თავისუფლება და უსაფრთხოება გმირ უკრაინელებთან ერთად.
მაგრამ ამის შანსს ახლა და აქ, ასევე ლაივში, გვართმევს ივანიშვილი და ოცნება.
ღარიბაშვილის გადადგომა, ნორმალური საარჩევნო სისტემა, სასამართლოს რეფორმა, ისა, ესა – ასეთი ტიპის მოთხოვნები არის უშინაარსო აქ და ახლა.
თუ მართლა რამის შეცვლა გვინდა, თუ მართლა გვინდა რომ ასე სამარცხვინოდ არ გამოვიყურებოდეთ, თუ მართლა გვინდა არ გავმაზოთ ისტორიული შანსი, ავიხდინოთ ოცნება, რომელსაც ქართველთა თაობები შეეწირა და გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი. ერთადერთი გზა – რიგგარეშე არჩევნები, ამათი გაშვება და რეფორმებია.
ოღონდ ამისთვის შეიძლება მოგვიწიოს ფასის გადახდა.
სხვა ყველაფერი ნ*რევაა”
წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე.