” ღარიბაშვილის განცხადება საშიში სირეგვენეა, პრემიერმა, რომელიც სულ რელიგიის დამცველის როლის მორგებას ცდილობს, პირდაპირ წაახალისა და მოწოდება გააკეთა თვითმკვლელობისკენ”- ასე ეხმაურება,”ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილი, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა, რომ “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”.
“სამართლებრივი თვალსაზრისით ეს განცხადება არის სრული სიცრუე! კანონში პირიქითაა – სახელმწიფო პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე, მით უფრო როცა ადამიანი პატიმარია და სახელმწიფოს სრულ კონტროლქვეშაა. პოლიტიკური თვალსაზრისით – ესაა სრული თვითლუსტრაცია, რომ მიმდინარე საქმეებს და პროცესს საფუძვლად არა მართლმსაჯულების ინტერესი და სამართლიანობის აღდგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ველური რევანში უდევს. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება საშიში სირეგვენეა. ამასთან, რა მოვისმინეთ – პრემიერმა, რომელიც სულ რელიგიის დამცველის როლის მორგებას ცდილობს, პირდაპირ წაახალისა და მოწოდება გააკეთა თვითმკვლელობისკენ – რაც, ყველა რელიგიური დოქტრინით, მიუღებელი ქცევაა” – ანა ნაცვლიშვილი.